ანდრეს ინიესტა: გვინდა, ხოსეპ გვარდიოლა ტიტულით გავაცილოთ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ აღნიშნა, რომ გუნდის ფეხბურთელები მხარში უნდა დაუდგნენ ტიტო ვილანოვას და ხოსეპ გვარდიოლას ღირსეულად დაემშვიდობონ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ გვარდიოლა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, ხოლო მის ადგილს ტიტო ვილანოვა დაიკავებს, რომელიც მანამდე პეპის ასისტენტი იყო.

"ტიტოსთვის ეს შანსია. ის გვარდიოლას მეგობარია, მაგრამ ყველა მწვრთნელს საკუთარი სტილი აქვს.

სავარაუდოდ, არ უნდა ველოდოთ პირველივე წელს გვარდიოლას წარმატებების გამეორებას. თუმცა ყველა ფეხბურთელი ახალი მწვრთნელის მხარეს უნდა იყოს.

მოვიგებთ თუ წავაგებთ თასის ფინალს, გვარდიოლას მაინც გულთბილად გავაცილებთ,
მაგრამ, რა თქმა უნდა, გვინდა მორიგი ტიტულით დავემშვიდობოთ", - თქვა ინიესტამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული