კრიშტიანო რონალდო - ძალიან თავმდაბალი კაცი

AutoSharing Option
ახლახან შემოგთავაზეთ CNN-ის ინტერვიუ კრიშტიანო რონალდოსთან. "რეალის" პორტუგალიელ მეგავარსკვლავს Goal.com-იც დაუკავშირდა. ბუნებრივია, კიდევ ერთ ინტერვიუს აღარ შემოგთავაზებთ. უბრალოდ, პორტუგალიელის რამდენიმე ფრაზას გამოვყოფთ

საკუთარ თამაშზე
"ინდივიდუალურად, ჩემთვის სეზონი ბრწყინვალე იყო - უნაკლო ათიანი, მაგრამ გუნდის თამაშის გათვალისწინებით, 9-იანს ვიკმარებდი - მეტი ტიტული რომ მოგვეგო, უკეთესი იქნებოდა. მაგალითისთვის - ჩემპიონთა ლიგა".

მიზანი
"მომავალ სეზონში ამაზე კარგად უნდა ვითამაშო და ამაზე მეტი გოლი გავიტანო. ვიცი, რომ 46 გოლზე მეტის გატანა ლა ლიგაში ძნელია, მაგრამ ნამდვილად მჯერა, რომ ამასაც შევძლებ".

გვარდიოლაზე
"მან დიდებული სამუშაო
გასწია. მოიგო ბევრი ტიტული, შექმნა სუპერგუნდი. მე მას დიდ პატივს ვცემ და ვუსურვებ ყველაფერ კარგს მომავალშიც".

ევრო 2012-ზე
"ესპანეთს გამარჯვების კარგი შანსი აქვს. ასევე - გერმანიასა და ჰოლანდიას. შემდეგ მოდის იტალია და პორტუგალია. დიახ, პორტუგალია, რატომაც არა"?

მოურინიოზე
"დღეისათვის ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. განა დარჩა კითხვები"?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი გააჯაზე კრისტტ
ბოლომდე შეაზიზღე ხალხს თავი
ფუ რა პიჟონია
messi001
16:51 23-05-2012
0
დასდადს
0

სიახლეები პოპულარული