ლიონელ მესი "ოქროს ბუცის" მფლობელი ოფიციალურად გახდა

AutoSharing Option
ლიონელ მესი 2011/12 წლების სეზონის "ოქროს ბუცის" მფლობელი ოფიციალურად გახდა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ 50 გოლი გაიტანა, რაც ლა ლიგის ყველა დროის რეკორდია. მან კრიშტიანო რონალდოს შარშანდელი შედეგი 10 გოლით გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ თავისივე რეკორდი პორტუგალიელმაც დაამხო, მაგრამ "მხოლოდ" 6 გოლით.

"პიჩიჩისთვის" ბრძოლა მესიმ ბოლო 4 ტურში მოიგო, როცა 9 გოლი გაიტანა.

ეჭვს არ იწვევდა, რომ მათ შორის გადაწყდებოდა, ვინ მოიგებდა "ოქროს ბურთსაც". მესამე ადგილზე რობინ ვან პერსი გავიდა. "არსენალის" ჰოლანდიელმა ფორვარდმა პრემიერლიგაში 30 გოლი გაიტანა და ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა.

ფეხბურთელი. გუნდი. ლიგა. კოეფიც. გოლი. ქულა
1. ლიონელ მესი ბარსელონა ლა ლიგა 2 50 100
2. კრიშტიანო რონალდო რეალი ლა ლიგა 2 46 92
3. რობინ ვან პერსი არსენალი პრემიერლიგა 2 30 60
4. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე ბუნდესლიგა 2 29 58
5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი სერია 2 28 56
6. უეინ რუნი იუნაიტედი პრემიერლიგა 2 27 54
7. მარიო გომესი ბაიერნი ბუნდესლიგა 2 26 52
8. ბურაკ ილმაზი ტრაბზონი თურქეთი 1,5 32 48
8. ბას დოსტი ჰეერენვენი ჰოლანდია 1,5 32 48
8. რადამელ ფალკაო ატლეტიკო ლა ლიგა 2 24 48
8. დიეგო მილიტო ინტერი სერია 2 24 48

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული