შეგახსენებთ, რომ მესიმ 50 გოლი გაიტანა, რაც ლა ლიგის ყველა დროის რეკორდია. მან კრიშტიანო რონალდოს შარშანდელი შედეგი 10 გოლით გააუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ თავისივე რეკორდი პორტუგალიელმაც დაამხო, მაგრამ "მხოლოდ" 6 გოლით.
"პიჩიჩისთვის" ბრძოლა მესიმ ბოლო 4 ტურში მოიგო, როცა 9 გოლი გაიტანა.
ეჭვს არ იწვევდა, რომ მათ შორის გადაწყდებოდა, ვინ მოიგებდა "ოქროს ბურთსაც". მესამე ადგილზე რობინ ვან პერსი გავიდა. "არსენალის" ჰოლანდიელმა ფორვარდმა პრემიერლიგაში 30 გოლი გაიტანა და ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა.
1. ლიონელ მესი ბარსელონა ლა ლიგა 2 50 100
2. კრიშტიანო რონალდო რეალი ლა ლიგა 2 46 92
3. რობინ ვან პერსი არსენალი პრემიერლიგა 2 30 60
4. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე ბუნდესლიგა 2 29 58
5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი სერია 2 28 56
6. უეინ რუნი იუნაიტედი პრემიერლიგა 2 27 54
7. მარიო გომესი ბაიერნი ბუნდესლიგა 2 26 52
8. ბურაკ ილმაზი ტრაბზონი თურქეთი 1,5 32 48
8. ბას დოსტი ჰეერენვენი ჰოლანდია 1,5 32 48
8. რადამელ ფალკაო ატლეტიკო ლა ლიგა 2 24 48
8. დიეგო მილიტო ინტერი სერია 2 24 48
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"