ჩავი: "ბარსელონას" ყველა მოთამაშეს სურდა, რომ ხოსეპ გვარდიოლა დარჩენილიყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა გუნდის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მიმართ პატივისცემა გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა თავის თანამდებობას ბილბაოს "ატლეტიკთან" ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ დატოვებს, "ბლაუგრანას" კი მისი თანაშემწე ტიტო ვილანოვა ჩაუდგება სათავეში.

"დარწმუნებული ვიყავი, რომ გვარდიოლა მუშაობას გააგრძელებდა, თუმცა მან ყველაფერი ახსნა. მან იცის, რომ ყველა ფეხბურთელი ბოლომდე მის გვერდითაა.

თავად მე მისთვის დარჩენა არ მითხოვია, რადგან პეპი გულჩათხრობილი და ძალიან თავშეკავებული პიროვნებაა. ის მწვრთნელად რჩება და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ", - განაცხადა ჩავიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული