რაული: იმედია, ყატარის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს

AutoSharing Option
ყატარული კლუბის, "ალ სადის" ესპანელი ახალწვეული რაული მიიჩნევს, რომ ყატარი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩასატარებლად მზად იქნება.

"ქვეყანაში ახლაც ყველაფერია, რათა მსოფლიოს ჩემპიონატი წარმატებულად ჩატარდეს. უბრალოდ, ადგილობრივი ნაკრების დონე უნდა ამაღლდეს, რათა საშინაო მუნდიალზე კარგად გამოვიდეს.

ეს ქვეყანაში უახლოესი ათი წლის მანძილზე პრიორიტეტი უნდა იყოს.

იმედია, ყატარის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდება. ამან კი 15-16 წლის ყატარელ ყმაწვილებს ოსტატობის ამაღლებისთვის სტიმული უნდა მისცეს, რომლებიც 10 წლის შემდეგ ქვეყნის ნაკრების ხერხემალს შეადგენენ", - თქვა რაულმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული