იოჰან კრუიფი: "ბარსელონაში" ის ცირკი ახლოვდება, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა იოჰან კრუიფმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ და გულშემატკივრებმა გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მისცენ.

შეგახსენებთ, ვილანოვა გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ბილბაოს "ატლეტიკთან" ესპანეთის თასის ფინალური მატჩის შემდეგ შეცვლის.

"გვარდიოლას და ვილანოვას შედარება? მოთმინება უნდა მოვიკრიბოთ და დავიცადოთ. გუნდი საკმაოდ მაღალ კლასს ფლობს.

თუმცა ინტუიცია მკარნახობს, რომ ის ცირკი ახლოვდება, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო", - განაცხადა კრუიფმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უუუუუ ნეტა დაიწყოს ეგ ცირკი მართლა, ადრე თუ გვიან მაინც ეგრე იქნებოდა,რასაც გვარდიოლა მიხვდა და დაითესა
uhugyg
00:09 26-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული