ხოსეპ გვარდიოლა: ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩი ძალიან რთული იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ ბილბაოს "ატლეტიკთან" ესპანეთის თასის ფინალური მატჩი მისი შეგირდებისთვის ძალიან რთული იქნება.

გვარდიოლამ, ბასკური გუნდის მებრძოლი სული აღნიშნა.

"ატლეტიკი" არასდროს ნებდება და ყველაფერს აკეთებს, რათა მეტოქეს გამარჯვების მოპოვების საშუალება არ მისცეს. ევროპის ლიგის ფინალში მადრიდის "ატლეტიკოსთან" ბასკებს ბრძოლა მეტოქის მესამე გოლამდე არ შეუწყვეტიათ.

ასე რომ, ძალიან რთული თამაში გველის. ჩვენ იმ "ატლეტიკს" დავუპირისპირდებით, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "შალკე 04"-თან მატჩებში ვიხილეთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული