შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ ადრე განაცხადა, რომ ფეხბურთისგან მინიმუმ ერთი წლით დაისვენებს.
"სიამოვნებით ვუპასუხებ ყველა ზარს, მაგრამ მომავალ თვეს ტელეფონი, სავარაუდოდ, გათიშული მექნება, რადგან დასვენებას ვაპირებ.
მზად ვიქნები, მუშაობას დავუბრუნდე, თუ რომელიმე კლუბს დავჭირდები და მაცდურ შეთავაზებას გამიკეთებს", - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას მიწვევა ლონდონის "ჩელსისა" და "ლივერპულს" სურთ.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით