მისი თქმით, გუნდი ისედაც კარგადაა დაკომპლექტებული. ამასთან, უახლოეს ხანში გუნდში რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშის დაბრუნება იგეგმება.
შეგახსენბთ, რომ "ბარსელონა" ბრაზილიის ნაკრების 20 წლის ფორვარდით ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაინტერესდა.
"ნეიმარს "სანტოსთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული. ის ბრაზილიურ კლუბს არ დატოვებს.
რაც შეეხება "ბარსელონას", ისედაც კარგად ვართ დაკომპლექტებულები, უახლოეს ხანში კი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაგვიბრუნდება", - თქვა ბარტომეუმ.
მომზადებულია RAC1-ის მიხედვით