სესკ ფაბრეგასი 7-10 დღით იუქმებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ბარძაყის კუნთი დაიჭიმა და 7-10 დღით იუქმებს.

ხსენებული ტრავმა ფაბრეგასმა ბილაბოს "ატლეტიკთან" ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში მიიღო, რომელშიც 81-ე წუთზე შეცვლაზე გამოვიდა. ასე რომ, ის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2012-ისთვის მზადების მნიშვნელოვან ნაწილს გამოტოვებს.

თუმცა ფაბრეგასი ევროპის ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრების საბოლოო განაცხადში ალბათ მაინც მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე იტალიასთან სასტარტო მატჩამდე, ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდები ამხანაგურ მატჩებს კორეასთან და ჩინეთთან ჩაატარებენ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული