გონსალო იგუაინი: არ მეგონა, რომ გულშემატკივრები მადრიდის "რეალში" დარჩენას მთხოვდნენ

AutoSharing Option
არგენტინელმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა, მიუხედავად "იუვენტუსის" და პსჟ-ს მხრიდან მისით დაინტერესებისა, მიანიშნა, რომ ამ ზაფხულს მადრიდის "რეალის" დატოვებას არ აპირებს.

"რთული სეზონი მქონდა. არამხოლოდ ფიზიკურად, მორალურადაც გამიჭირდა. მიუხედავად ამისა, ეს იმად ღირდა, რომ ბოლოსდაბოლოს პრიმერადივიზიონი მოვიგეთ, მე კი ბევრი გოლის გატანა მოვახერხე.

არ ველოდი, რომ გულშემატკივრები დარჩენას მთხოვდნენ. ასევე თანაგუნდელებიც… სერხიო რამოსი ხშირად მეკითხება, რა გადავწყვიტე. ეს ძალიან სასიამოვნოა", - განაცხადა იგუაინმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული