"ეს ესპანეთისთვის რთული ტურნირი იქნება. ევროპის ჩემპიონატის და მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ ისტორიაში არავის მოუგია. მინდა, რომ ესპანეთი ისტორიაში შევიდეს.
ჩვენს გუნდს სერიოზულ პრობლემებთან გამკლავება ელის. გერმანია, ჰოლანდია და საფრანგეთი ახლა ძალიან ძლიერები არიან.
დავბრუნდები თუ არა ესპანეთის ნაკრებში? არ მგონია, ეს შესაძლებელი იყოს. ახლა ჩემი ფიქრები სხვა მიმართულებითაა მიპყრობილი", - განაცხადა რაულმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით