"ვალენსიამ" ანდრეს გუარდადო გაიფორმა

AutoSharing Option
მექსიკის ნაკრებისა და ლა კორუნიის "დეპორტივოს" ნახევარმცველი ანდრეს გუარდადო "ვალენსიაში" გადავიდა.

გუარდადომ სეზონი "დეპორტივოსთან" ერთად სეგუნდა დივიზიონში გაატარა. ლა კორუნიის გუნდმა უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ერთ სეზონში შეძლო, თუმცა მექსიკელი ვერ შეინარჩუნა.

"ვალენსიას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ გუარდადომ ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2012 წლის 30 ივნისიდან შედის.

25 წლის მექსიკელმა აღნიშნა, რომ ისეთი დიდი გუნდის ღირსების დაცვა, როგორიც "ვალენსიაა", მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

"ვალენსია" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია არამარტო ესპანეთში, არამედ მთელ ევროპაში", - თქვა გუარდადომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული