გერმანელ ფეხბურთელს არც თავისი თავი დავიწყებია…
"მიმაჩნია, რომ "რეალში" ჩემს პირველ სეზონთან შედარებით თამაშის გაუმჯობესება მოვახერხე. ეს იმით იყო განპირობებული, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა. პირველ სეზონში კი ახალბედა ვიყავი.
ამას გარდა, "რეალში" ბევრი სხვა ახალი ფეხბურთელია. ამიტომ ბუნებრივია, რომ გუნდს თავიდან გაუჭირდა. ახლა კი უფრო მეტად სტაბილურები ვართ. ვამაყობ, რომ "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონას" ცხრა ქულით გადაუსწრო", - განაცხადა იოზილმა.