ვისენტე დელ ბოსკე: ჟერარდ პიკე და სერხიო რამოსი უნდა შერიგდნენ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ გუნდის ძირითადი შემადგენლობის ორ მცველს, ჟერარდ პიკესა და სერხიო რამოსს შორის კონფლიქტის ფაქტი დაადასტურა. ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა "ბარსელონასა" და "რეალს" შორის მატჩების დროს გაფუჭდა.

"თუ ისინი არ შერიგდებიან, მაინც ერთად თამაში მოუწევთ. მოედანზე თანაგუნდელებს ხომ კარგად უნდა მოეპყრო. ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, ანთებული მოთამაშეები.

მაგრამ შორიდან რომ შევხედოთ და საერთო მდგომარეობაზე ვისაუბროთ, ჟერარდი და სერხიო ორი შესანიშნავი ფეხბურთელი და ყმაწვილია. დარწმუნებული ვარ, პრობლემები არ ექნებათ", - თქვა დელ ბოსკემ.

მომზადებულია Ona-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული