გვარდიოლამ ეს უარი იმით ახსნა, რომ ფეხბურთისგან დასვენება სჭირდება. "ბარსელონას" სათავეში ყოფნის ოთხი წლის მანძილზე მწვრთნელს, მისი თქმით, თითქმის ყოველ წუთს გასულ და მომავალ თამაშებზე უწევდა ფიქრი, რისგანაც, უბრალოდ, დაიღალა.
"ბარსელონადან" წასვლის შემდეგ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობაში პაუზის აღებას გეგმავს. მასმედიის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტის მიმართ აქტიურ ინტერესს ლონდონის
ჟოზე მოურინიო "ტელევისას" წინადადებას, ალბათ, დათანხმდება. თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტი მთელ დროს ვერ იმუშავებს, რადგან "რეალის" პოტენციურ ახალ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებას აპირებს. თუმცა მზადაა, ევროპის ჩემპიონატის ზოგიერთ მატჩზე იმუშაოს.
ევროპის ჩემპიონატი პოლონეთსა და უკრაინაში 8 ივნისიდან 1 ივლისამდე გასტანს. ფინალური შეხვედრა 1 ივლისს კიევში გაიმართება.
მომზადებულია El Confidencial-ის მიხედვით