ერიკ აბიდალი შესაძლოა მოედანს დაუბრუნდეს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მცველი ერიკ აბიდალი შესაძლოა მოედანს დაუბრუნდეს. ამის შესახებ ფრანგი ფეხბურთელის ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა, რომელმაც მას აპრილში ღვიძლის ოპერაცია გაუკეთა.

"გააგრძელოს თუ არა თამაში? ეს ერიკის გადასაწყვეტია, თუმცა მე მას არ შევეწინააღმდეგები. აბიდალის ორგანიზმი ძალიან კარგად რეაგირებს ოპერაციაზე.

თავად ერიკი პოზიტიურად არის განწყობილი და პრეტენზიები არ აქვს. ღვიძლი სამი თვის განმავლობაში აღდგება, ხოლო ოპერაციიდან სამი-ექვსი თვიდან ან ერთი წლის შემდეგ პაციენტი ჩვეულებრივად უნდა ცხოვრობდეს".

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში 32 წლის ფრანგმა მცველმა ესპანეთის ჩემპიონატში 22 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული