კატალონიას ნება დართეს საერთაშორისო ტურნირში მიიღოს მონაწილეობა

AutoSharing Option
კატალონიის ნაკრებს ოფიციალურად დართეს ნება ყველა იმ საერთაშორისო ტურნირში მიიღოს მონაწილეობა, სადაც არ შეილახება ესპანეთის, როგორც მთლიანი სახელმწიფოს უფლებები.

ანუ კატალონიის ნაკრები ითამაშებს მხოლოდ იქ, სადაც ესპანეთის ნაკრები არ მონაწილეობს. ეს კანონი კატალონიის პარლამენტმა 10 წლის წინათ მიიღო, მაგრამ ესპანეთის პარლამენტი აქამდე არ ამტკიცებდა, 31 მაისს კი სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა - ესპანეთი წავიდა ამ დათმობაზე.

კატალონიის ნაკრებს, ბუნებრივია, არ ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში. კატალონიის ნაკრები 1904 წელს შეიქმნა. ახლა მისი მთავარი მწვრთნელი იოჰან კრუიფია.

ვალენსია დანებდა
- ალბა წავა

ბარსელონური გაზეთი "სპორტი" იუწყება, რომ "ვალენსია" შეეგუა იმ აზრს, რომ ახალი სეზონიდან სხვა მარცხენა ფლანგელი უნდა იყოლიოს - ხორდი ალბა "ბარსელონაში" მიდის. "ის კატალონიელია და "ბარსა" ძალიან დაინტერესებულია მისი შეძენით.

ჩვენ კარგად გვესმის ეს. ალბა ბრწყინვალე ფეხბურთელია და მისი შეცვლა ძნელი იქნება", - განაცხადა "ლოს ჩეს" სპორტულმა დირექტორმა ბრაულიო ვასკესმა. "ლა მასიას" აღზრდილ 23 წლის ალბას "ვალენსიასთან" კონტრაქტი გაისად უმთავრდება. მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი 15 მილიონი ევროა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული