"ბარსელონას" დანიელ ალვეშის გაშვება არ სურს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონამ" გუნდის მარჯვენა მცველის დანიელ ალვეშის გაყიდვაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა კლუბს წასვლა სთხოვა. გარდა ამისა, "ბლაუგრანას" ბრაზილიელის ტრანსფერთან დაკავშირებით წინადადებით მიმართეს.

ადრე იყო ცნობა, თითქოს ალვეშის შემცვლელად "ბარსელონა" ხორვატიის ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელს დარიო სრნას მიიჩნევდა.

შეგახსენებთ, რომ ალვეშის კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2015 წლამდე მოქმედებს.

ამ სეზონში ბრაზილიელმა კატალონიელთა გუნდის მაისურით 58 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Mundo Deportivo-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული