ფერნანდო იერო: რაული შესანიშნავი მწვრთნელი იქნება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო იერო დარწმუნებულია, რომ "რეალისა" და "შალკეს" ყოფილი ფორვარდი რაული საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდება.

"რაული შესანიშნავი მწვრთნელი გახდება. მასში სამწვრთნელო მონაცემები ჯერ კიდევ მაშინ დავინახე, როცა 20 წლის იყო. მას ლაპარაკი, მართვა და დაგეგმვა უყვარს.

ცოტა დრო მიეცით, რათა დაისვენოს, სამწვრთნელო კვალიფიკაცია მიიღოს და მზად იქნება".

ფერნანდომ ყოფილი თანაკლუბელის "შალკე 04"-ის შემადგენლობაში თამაშიც შეაფასა.

"ის გერმანიის ჩემპიონატს იოლად შეეწყო. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ უკვე 15 წელია გერმანიაში თამაშობს.

რაული პროფესიონალიზმის განსახიერებაა.
ხალხი მისით ყოველთვის აღტაცებული იქნება", - დასძინა იერომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული