იკერ კასილიასი ევრო 2012-ზე ყველაზე გამოცდილი მოთამაშე იქნება

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა საიტმა ყველაზე გამოცდილი მოთამაშეების სია გამოაქვეყნა, რომლებიც უკრაინისა და პოლონეთის მოედნებზე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ამ სიას ესპანელი იკერ კასილიასი უდგას სათავეში, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონების შემადგენლობაში 130 მატჩი ჩაატარა.

მადრიდის "რეალის" გოლკიპერს საერთაშორისო ასპარეზზე დებიუტი 12 წლის წინ შვედეთთან მატჩში ჰქონდა.

ევრო 2012-ზე ყველაზე გამცდილი მოთამაშეები არიან:

იკერ კასილიასი (ესპანეთი, 130 მატჩი)
ანდრეს სვენსონი (შვედეთი, 126)
შეი გივენი (ირლანდია, 121)
გიორგოს კარაგუნის (საბერძნეთი, 117)
მიროსლავ კლოზე (გერმანია, 116)
რობი კინი (ირლანდია, 116)
დენის რომედალი
(დანია, 116)
ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია, 113)
ოლოფ მელბერგი (შვედეთი, 113)
ჩავი (ესპანეთი, 108)
ანდრეი შევჩენკო (უკრაინა, 107)
ლუკაშ პოდოლსკი (გერმანია, 97)
დამიენ დაფი (ირლანდია, 96)
რაფაელ ვან დერ ვაარტი(ჰოლანდია, 96)
ჩაბი ალონსო (ესპანეთი, 95)
ეშლი კოული (ინგლისი, 94).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული