ჩავი: "ოქროს ბურთი" ლიონელ მესიმ უნდა მიიღოს, მოურინიოს სიტყვების მიუხედავად

AutoSharing Option
თუ მადრიდის "რეალის" მცველი პეპე დარწმუნებულია, რომ მორიგი "ოქროს ბურთი" მის თანაგუნდელ კრიშტიანო რონალდოს უნდა დარჩეს, სრულიად სხვა აზრზეა "ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი.

ჩავის ეჭვიც არ ეპარება, რომ ამ ჯილდოს ყველაზე მეტად "ბლაუგრანას" თავდამსხმელი ლიონელ მესი იმსახურებს.

"ოქროს ბურთი" მესის უნდა ერგოს. ერთმნიშვნელოვნად ამ აზრზე ვარ, მიუხედავად ჟოზე მოურინიოს განცხადებისა, რომ ლა ლიგა რონალდომ მოიგო. გასაგებია, რომ მოურინიო რონალდოს მეგობარია... შეგიძლიათ ამის შესახებ ფეხბურთის სამყაროს ნებისმიერ წარმომადგენელს ჰკითხოთ.

მესის სისწრაფე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა უმაღლ
ეს დონეზე აქვს. ჩვენ ყველას კი ეს ყველაფერი არ გაგვაჩნია. ვიღაც სწრაფად აზროვნებს, ვიღაც სწრაფად დარბის. მესი კი ამ ყველაფერს ერთად ფლობს და ამის წყალობით საუკეთესოა", - განაცხადა ჩავიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული