ლუიშ ფიგუ: მე მადრიდის "რეალის" სპორტულ დირექტორად? ამის შესახებ არაფერი მსმენია

AutoSharing Option
წარსულში "ბარსელონას" და მადრიდის "რეალის" ცნობილმა მოთამაშემ ლუიშ ფიგუმ კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს ჟოზე მოურინიოს "სამეფო კლუბის" სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მისი ხილვა სურს.

"ამის შესახებ არაფერი მსმენია. ყველაფერი, რაც ამ თემაზე ნათქვამია, ჯერჯერობით ლაპარაკად რჩება. თუ "რეალის" ხელმძღვანელობა ამ წინადადებით მართლაც მომმართავს, დავთანხმდები. ეს ხომ "რეალია"... მაგრამ სპეციალური გეგმები არ გამაჩნია. თუ "რეალის" სპორტული დირექტორი გავხდი, ესე იგი, ბედმა ასე გადაწყვიტა", - თქვა ფიგუმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული