გალისიელთა დაბრუნება: "დეპორტივო" და "სელტა" ელიტაში

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონის გათამაშება დასრულდა - ბოლო ტურმა გამოავლინა ის მეორე გუნდი, რომელიც მომავალ სეზონში ლა კორუნიის "დეპორტივოსთან" ერთად ელიტაში იასპარეზებს.

აგრეთვე გაირკვა ლა ლიგის ბოლო, მე-3 საგზურის მოცილე 4 გუნდიც, რომლებიც პლეი ოფში ჩაერთვებიან.

ელიტასთან ხუთწლიანი განშორების შემდეგ ვიგოს "სელტა" ბრუნდება. გამოდის, რომ სეგუნდაში პირველი-მეორე ადგილი გალისიურმა კლუბებმა დაიკავეს.

ბოლო ტურში "სელტა" 0:0 დაუზავდა "კორდობას", "დეპორტივოს" პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა. "ბალაიდოსზე" უცნაური სიტუაცია იყო - "კორდობას" ფრეც ჰყოფნიდა მე-6 ადგილის (ანუ პლეი ოფის საგზურის) მოსაპოვებლად, ხოლო "სელტას" ქულა ჰყოფნიდა ელიტაში
დასაბრუნებლად. ამიტომაც გუნდებმა თავი აღარ მოიკლეს.

პლეი ოფში ითამაშებენ: "ვალიადოლიდი", "ალკორკონი", "ერკულესი" და "კორდობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული