კრიშტიანო რონალდო: კარიერას მადრიდის "რეალში" დავასრულებ

AutoSharing Option
ევრო 2012-ის დაწყების წინ პორტუგალიის ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ გაზეთ Marca-ს ინტერვიუ მისცა.

- მომდევნო სეზონში მადრიდის "რეალი" უფრო ძლიერი გახდება?
- ამას ყველა ვეცდებით. პირადად მე საკუთარი რეკორდების დამხობას შევეცდები. შესაძლოა, უფრო მეტი გოლი ვერ გავიტანო, მაგრამ თანაგუნდელებს მეტ საგოლე გადაცემას გავუკეთებ. ყოველთვის განვითარებას ვცდილობ. ყველა რეკორდის დამხობა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ შევეცდები.

- რას იტყოდი "რეალთან" კონტრაქტის გაგრძელების შესახებ?
- თუ ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული, კარიერას მადრიდში დავასრულებ. ეს ძალიან მინდა. ახალ ათწლიან კონტრაქტს დღესვე მოვაწერდი
ხელს, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული.

- მოურინიო მადრიდში 2016 წლამდე დარჩება…
- შესანიშნავია! ისეთ კლუბს, როგორიც "რეალია", ტოპ-მწვრთნელი უნდა ედგეს სათავეში. მოურინიოს გარეშე "რეალი" იმდენ ტიტულს ვერ მოიგებს, რამდენსაც მასთან ერთად.

- "რეალი" ბოლოსდაბოლოს "ბარსელონაზე" ძლიერი გახდა?
- მათი გამარჯვებული სვლის შეჩერება შევძელით. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მოთამაშეები საკუთარ ძალებში საბოლოოდ დარწმუნდნენ, ეს კი გუნდური ხასიათის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

- რა უნდა გააკეთო კიდევ, რათა "ოქროს ბურთი" მოიპოვო?

- ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების კარგი შანსი მაქვს. ფენომენალური სეზონი ჩავატარე, ისევე, როგორც ჩემმა თანაგუნდელებმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული