შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელის შეძენით პსჟ იყო დაინტერესებული, თუმცა კატალონიელებმა ფრანგების წინადადებაზე უარი თქვეს.
"ბარსელონაში ყველაფერი მაკმაყოფილებს. ეს დიადი კლუბია, რომელსაც უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს. ამიტომ სხვა კლუბში გადასვლას არ ვაპირებ.
დიახ, ჩვენ ახლა სხვა მწვრთნელი გვყავს. მიუხედავად ამისა, ყველა სიძნელის დაძლევას შევძლებთ. ამაში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება", - თქვა ალვეშმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით