ვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთის ნაკრები შოკირებულია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ "ვილიარეალის" თავკაცი მანუელ პრესიადო გაიხსენა, რომელიც 7 ივნისს, დილით გარდაიცვალა.

"ნაკრებმა პრესიადოს გარდაცვალების შესახებ საუზმის დროს გაიგო. ყველანი შოკირებულნი ვართ ამ ამბით. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, როგორი ხანმოკლეა ცხოვრება.

პრესიადოსთან ხშირი ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნო ადამიანად და პროფესიონალად მეჩვენებოდა. ის ნამდვილი მებრძოლი იყო, რომელმაც ფეხბურთში გზა თავისით გაიკვლია", - თქვა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვალებიდან ერთი დღით ადრე პრესიადომ "ვილიარეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა. 54 წლის სპეციალისტის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა
გახდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული