ანხელ დი მარიამ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა, რომელიც უკვე 2018 წლამდე მოქმედებს.

ადრე ვრცელდებოდა ცნობა, რომ მხარეები ვერ თანხმდებოდნენ, რადგან დი მარია ხელფასის გაზრდას მოითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა გასულ სეზონში "სამეფო კლუბის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული