ნილმარი მზადაა, დატოვოს "ყვითელი წყალქვეშა ნავი", მით უმეტეს, რომ გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა.
ამ დროისთვის ნილმარი სამომავლო გეგმებს "ბარსელონას" შტაბში განიხილავს, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენს მოითხოვს "ვილიარეალი" ფორვარდში.
გასულ კვირას ესპანელებმა "ინტერნასიონალის" წინადადებას უარით უპასუხეს, რომელმაც ნილმარის სანაცვლოდ კლუბს 5 მილიონი ევრო შესთავაზა.
მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით