პრესიადომ თითქმის 6 სეზონი უხელმძღვანელა ხიხონის "სპორტინგს". იანვარში ის გაანთავისუფლეს თანამდებობიდან, თუმცა ასტურიელები მაინც გავარდნენ ლა ლიგიდან.
პრესიადო 7 ივნისს მოულოდნელად გარდაიცვალა, მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ ის "ვილიარეალის" მწვრთნელად დანიშნეს.
54 წლის სპეციალისტს ვალენსიის ერთ-ერთ სასტუმროში გულმა უმტყუნა. მეორე დღეს მისი პრეზენტაცია იგეგმებოდა "ვილიარეალში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"