დელ ბოსკემ უმცროსი ზიდანი მოინიშნა

AutoSharing Option
ვისენტე დელ ბოსკე არ გამორიცხავს, რომ ზინედინ ზიდანის ვაჟმა ენცომ მომავალში ესპანეთის ნაკრების ღირსება დაიცვას. "თუ ენცო ესპანეთის ნაკრებში თამაშს დაიმსახურებს და იმ დროისთვის კვლავ ამჟამინდელ თანამდებობაზე ვიმუშავებ, მას სიამოვნებით მოვიწვევ", - ამბობს მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცი.

შეგახსენებთ, 15 წლის ენცო ზიდანი მადრიდის "რეალის" აღზრდილია და მისი ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავს, დედით კი იგი ესპანელია. სპეციალისტები ენცოს საფეხბურთო ნიჭს მაღალ შეფასებას აძლევენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

შვილის მონაცემები თავად ზიზუსაც მოსწონს, იმას კი აღარ ამბობს, მისი რომელ ნაკრებში წასვლა უფრო გაეხარდება:
"როცა ვუყურებ ენცოს თამაშს, მის დრიბლინგსა და ფინტებს, ვხვდები, რომ მას ჩემთან ბევრი აქვს საერთო. მართალია, იგი ჯერ არც ესპანეთის და არც საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში გამოუძახებიათ, მაგრამ ასე უკეთესია. ენცოს გადაწყვეტილების მისაღებად უფრო მეტი დრო ექნება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული