ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებს 2014 წლამდე უთავკაცებს
AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
61 წლის სპეციალისტის ხელშეკრულება 2014 წლამდე მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკემ ესპანეთის ეროვნული გუნდი 2008 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ესპანელებმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს. მომზადებულია Marca-ს მიხედვით