მადრიდის "რეალმა" კაკა შესაძლოა ზლატან იბრაჰიმოვიჩში გაცვალოს

AutoSharing Option
კაკა შესაძლოა ამ ზაფხულს "მილანში" დაბრუნდეს, რომელიც სამი წლის წინ 70 მილიონი ევროს საფასურად დატოვა.

ბრაზილიელი მზადაა "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
ამასთან, როგორც იტყობინებიან, ესპანური გრანდი მოვლენების ამგვარად განვითარების წინააღმდეგი არაა.

ამასთან, არც კლუბის ხელმძღვანელობას აქვს სურვილი ჰავბეკს, რომელიც მასზე დამყარებულ იმედებს ვერ ამართლებს, კიდევ სამი სეზონის განმავლობაში 11 მილიონიანი ხელფასი უხადოს.

შესაძლოა, აგრიგებაში ზლატან იბრაჰიმოვიჩიც ჩართონ, რომელსაც მადრიდის "რეალის" თავკაცი მილანის "ინტერში" მუშაობის დროიდან კარგად იცნობს.

მომზადებულია Corriere Dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული