კატალონიელებს მეტოქე შემთხვევით არ აურჩევიათ. მატჩი ჩემპიონთა ლიგის 20-წლისწინანდელ ფინალს მიეძღვნება, რომელიც "უემბლიზე" გაიმართა ამ გუნდებს შორის.
სწორედ ამ მატჩში წარუდგენენ პუბლიკას ახალ, 2012/13 წლების სეზონის "ბარსელონას", ტიტო ვილანოვას და მის სამწვრთნელო ჯგუფს, რომელშიც ორშაბათიდან თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი ალექს გარსიაც შევიდა.
ის "ბარსას" პირველ გუნდში ანალიტიკოსის თანამდებობას დაიკავებს, მას მერე, რაც ხორდი როურა ვილანოვამ ასისტენტად გადაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის წინათ რონალდ კუმანის მიერ 111-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით ჩემპიონთა
გუშინ "ბარსას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა პრესკონფერენციაზე 2011/12 წლების სეზონი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.
"მომავალ სეზონში "ბარსელონას" უმთავრესი მიზანი ტიტულის დაბრუნება იქნება", - განაცხადა როსელმა, რომელმაც თქვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა სრულად ენდო ტიტო ვილანოვას და მას ყველანაირ მხარდაჭერას აღმოუჩენს მომავალშიც.
როსელმა გასულ სეზონში მსაჯობა დაიწუნა. აგრეთვე, განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო ტიტო ვილანოვაზე მიტანილი იერიშისთვის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. როსელმა ფინანსებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია - სეზონი 40-მილიონიანი მოგებით დაასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"