ის მესამე რეალელია, რომელმაც დუბლი შეასრულა ევრო 2012-ზე. ახლა კი მთავარზე - ყველა იმ ფეხბურთელს შორის, რომელთაც ეროვნულ გუნდებში 100 და მეტი შეხვედრა აქვთ გამართული (მათ შორის ლევან კობიაშვილიცაა), ჩაბი ალონსოს ყველაზე წარმატებული კარიერა აქვს - იმ 100-იდან, რომელშიც 30 წლის ბასკმა ნახევარმცველმა ითამაშა, ესპანეთის ნაკრებმა 79 მოიგო.
79%-იანი შედეგით ალონსო პირველია და უსწრებს ჩავის (76%), კასილიასს (73%), ზიდანს (68%) და დესაის (67%).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"