"ბარსელონას" სატრანსფერო ბიუჯეტი მომავალი 3 წლისთვის 40 მილიონი ევროა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა კლუბის მხრიდან ბილბაოს "ატლეტიკის" მცველის, ხავი მარტინესის დაინტერესების შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

გარდა ამისა, "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.

"ეს ფეხბურთელი რომ არ გვაინტერესებდეს, ამას მაინც არასდროს ვაღიარებდი. მით უმეტეს, არ ვიტყოდი, პირიქითაც რომ ყოფილიყო, რადგან ხავი მარტინესზე ფასი ორჯერ გაიზრდებოდა. ასეთ თემებზე საჯაროდ საუბარი არ შეიძლება.

რაც შეეხება სატრანსფერო პოლიტიკას, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფეხბურთელების შეძენაზე მაქსიმუმ 40 მილიონი ევრო დაიხარჯება.

თუ ფეხბურთელს 10 მილიონ ევროდ შევიძენთ, მაშინ მომდევნო წელს
ტრანსფერებისთვის 30 მილიონი გვექნება, ან პირიქით", - თქვა როსელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული