მადრიდის "რეალი" კაკას 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაჰყიდის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" გუნდის ბრაზილიელი ფეხბურთელის კაკას სანაცვლოდ 25 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხას არ მიიღებს.

თავის დროზე კაკა "რეალში" მილანიდან" 67 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ სამი წლის განმავლობაში ბრაზილიელის სატრანსფერო ფასმა აშაკარა უკუსვლა განიცადა. გარდა ამისა, კაკას არც ჟოზე მოურინიო წყალობს, რომელსაც ფეხბურთელი მოედანზე იშვიათად გამოყავს.

აღნიშნული ტრანსფერის შეძენა ამ დრომდე მხოლოდ ჩინურ "გუანჩჟოუს" სურს, რომელიც გარდა იმისა, რომ 25 მილიონ ევროს გადაიხდის ფეხბურთელის სანაცვლოდ, თავად კაკას სეზონში 18 მილიონ ევროს ჰპირდება.

კაკას დაბრუნდება გუნდში სურს "მილანსაც", თუმცა "როსონერის" მხოლოდ იჯარა
აწყობს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული