სიმონ პოულსენი "დეპორტივოში" გადადის

AutoSharing Option
ევრო 2012-ზე დანიელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული განაპირა მცველი სიმონ პოულსენი იყო, რომელიც, სხვათა შორის, თავისუფალი აგენტია და ჰოლანდიურ "აზ ალკმაართან" ხელშეკრულება აღარ აკავშირებს.

შესაბამისად, დანიელს უსასყიდლოდ შეუძლია გადასვლა, სადაც მოისურვებს.

ესპანური "დიარიო ას"-ი ირწმუნება, რომ პოულსენმა გალისიური "დეპორტივო" აირჩია, რომელიც ახლახან დაუბრუნდა ლა ლიგას.

27 წლის მარცხენა მცველი სულ მალე 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს ლაკორუნიულ კლუბთან. მას "დეპორტივოში" ნახევარდაცვის ფლანგზე უპირებენ დაყენებას, სადაც გასულ სეზონში გუნდის ლიდერი ანდრეს გუარდადო ირჯებოდა.

მექსიკელი "ვალენსიაში" გადაბარგდა, "დეპორის" ხელმძღვანელობას კი მიაჩნია, რომ პოულსენი მისი იდეალური შემცვლელი
იქნება. პოულსენი აზ-ში 2008 წელს "მიტდილანდიდან" მოხვდა.

ჰოლანდიურ კლუბში ის შემტევ ნახევარმცველად თამაშობდა, თუმცა დანიის ნაკრებში სიმონს მცველობა უწევს.

დანიელის შეძენის სურვილი "აიაქსს", "ასტონ ვილას" და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ჰქონდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული