ანდრეს ინიესტა: "ოქროს ბურთს" ლიონელ მესის მივცემდი

AutoSharing Option
ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა "ოქროს ბურთის" მიღებაზე არ ფიქრობს და აცხადებს, რომ ამ ჯილდოს მის თანაგუნდელს კატალონიის "ბარსელონაში", ლიონელ მესის მისცემდა.

"ერთადერთი, რაც მაღელვებს, ეს კარგი თამაშია, რომელიც გულშემატკივარს მოსწონს. "ოქროს ბურთი"? არავისთან მსურს კონკურენცია. დიდი სიამოვნებით მივცემდი ამ ჯილდოს ლიონელ მესის", - თქვა ინიესტამ.

ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ჟოზე მოურინიოს სიტყვებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, რომელმაც ესპანეთის ნაკრების სათამაშო სქემა გააკრიტიკა - ნომინალური ფორვარდის გარეშე თამაში.

"ეს სიტყვები მას შემდეგ ითქვა, რაც იტალიის ნაკრებთან ჯგუფურ
ეტაპზე ფრე ვითამაშეთ. ამიტომ ამაზე კომენტარის გაკეთება უაზრობაა. საბოლოო ჯამში ამ სქემით მოვიგეთ ევრო 2012", - აღნიშნა ინიესტამ.

გარდა ამისა, ჰავბეკმა აღიარა, რომ ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მინიჭება მისთვის მოულოდნელობა იყო.

"ამაზე უკეთესი შეგრძნება არ მქონია. ტურნირამდე თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ არ მეგონა, თუ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებოდი", - განაცხადა ესპანელმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ევრო 2012-ის საუკეთესო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული