ხორდი ალბა: ოლიმპიადაზე ჩემი მონაწილეობის საკითხი "ბარსელონამ" და ნაკრებმა უნდა გადაწყვიტონ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ხორდი ალბამ განაცხადა, რომ ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება სურს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2012-ზე მონაწილეობდა და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. ალბა ირწმუნება, რომ ძალებით აღსავსეა და ლონდონში გასამგზავრებლად მზადაა.

"როდესაც "ვალენსიაში" ვთამაშობდი, ეს საკითხი ოლიმპიური ნაკრების თავკაცთან, ლუის მილეისთან განვიხილე. მას ვუთხარი, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება მსურს. თუმცა ეს საკითხი "ბარსელონამ" და ქვეყნის ოლიმპიურმა ნაკრებმა უნდა გადაწყვიტონ", - განაცხადა ალბამ.

ასევე იხილეთ:
ესპანეთმა ოლიმპიადისთვის ფეხბურთელთა ვინაობა გააცხადა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული