"ხოსეპს რუსეთიდან არანაირი წინადადება არ მიუღია. არ მესმის, საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია. ეს გამორიცხულია. გვარდიოლა ამჟამად ოჯახთან ერთად ნიუ იორკში იმყოფება და აშშ-ში კიდევ ერთი წლის გატარებას აპირებს. მუშაობას მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება", - განაცხადა 41 წლის ესპანელი სპეციალისტის აგენტმა.
აღსანიშნავია, რომ მედიის ზოგიერთი საშუალება გვარდიოლასთან "მილანის" მოლაპარაკების შესახებ იუწყება.
ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა რუსეთის ნაკრებში იმუშავებს?