რაულ ალბიოლი: "ოქროს ბურთს" იკერ კასილიასს მივცემდი

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მცველი რაულ ალბიოლი თანაგუნდელ დავიდ სილვას დარად ფიქრობს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მორიგი ჯილდო ესპანელთა კარის დარაჯს, იკერ კასილიასს ეკუთვნის.

"ვფიქრობ, ამ ჯილდოს ბევრი იმსახურებს, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მას კასილიასს ვარგუნებდი. მან საკმარისად ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ეს აღიარება დაიმსახუროს. ის "რეალსა" და ესპანეთის ნაკრებში ყოველთვის განმსაზღვრელ როლს ასრულებდა. იკერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა", - განაცხადა ალბიოლმა.

ასევე იხილეთ:
ალფრედო დი სტეფანო: არ ვფიქრობ, რომ "ოქროს ბურთი" იკერ კასილიასს ერგება
France Football: "ოქროს ბურთს" ყველაზე მეტად იკერ
კასილიასი იმსახურებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსელონას კასილასი რო ედგას კარებში უძლეველი გუნდი გვეყლებოდა ნამდვილად იმსახურებს მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია
shota
18:52 06-07-2012
0

სიახლეები პოპულარული