ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალს" შეუთანხმდა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, პირადი კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით, მადრიდის "რეალთან" შეთანხმებას მიაღწია.

"ყველაფერი გადაწყვეტილია. ლუკამ და "რეალმა" ყველა დეტალი შეათანხმეს, - განაცხადა წყარომ 26 წლის ფეხბურთელის გარემოცვიდან. – ცოტა უფრო რთულად იქნება საქმე "ტოტენჰემთან", მაგრამ ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს".

როგორც ამბობენ, "დეზები" მოდრიჩში 50 მლნ ევროზე მეტს ითხოვენ, "სამეფო კლუბი" კი ფასის დაწევას იმედოვნებს.

მოდრიჩი "ტოტენჰემში" 2008 წლიდან ირიცხება, სადაც 159 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ფეხბურთელმა უკვე არაერთგზის გამოთქვა კლუბის დატოვების სურვილი. ამის მიზეზი
კი ისაა, რომ ხორვატს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდში თამაში სურს.

მოდრიჩის გადაბირება ასევე ფრანგულ პსჟ-სა და ინგლისურ "მანჩესტერ სიტის" სურდათ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული