მადრიდის "რეალის" ტალანტი "ლევერკუზენში"?

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერის" ხელმძღვანელებმა თვალი "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელს, დანიელ კარვახალს დაადგეს, რომელიც ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.

20 წლის მარჯვენა მცველი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნიჭიერეს ფეხბურთელად მიიჩნევა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მადრიდელები კარვახალს 7 მილიონ ევროდ აფასებენ.

ამასობაში, ლევერკუზენელებმა ჩილეს ნაკრების ფეხბურთელი ხუნიორ ფერნანდესი გაიფორმეს. 24 წლის ნახევარმცველი "ბაიერში" "უნივერსიდად დე ჩილედან" გადავიდა და "ფარმაცევტებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება არ გახმაურებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული