20 წლის მარჯვენა მცველი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნიჭიერეს ფეხბურთელად მიიჩნევა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მადრიდელები კარვახალს 7 მილიონ ევროდ აფასებენ.
ამასობაში, ლევერკუზენელებმა ჩილეს ნაკრების ფეხბურთელი ხუნიორ ფერნანდესი გაიფორმეს. 24 წლის ნახევარმცველი "ბაიერში" "უნივერსიდად დე ჩილედან" გადავიდა და "ფარმაცევტებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება არ გახმაურებულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"