კაკა ჟოზე მოურინიოს მადრიდის "რეალიდან" მისი წასვლის გამარტივებას სთხოვს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კაკა უახლოეს ხანში გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან შეხვედრას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ უკვე არაერთხელ ითქვა, პორტუგალიელი სპეციალისტი ახალ სეზონში ბრაზილიელს აღარ დაეყრდნობა. კაკას შეძენით ბევრი კლუბია დაინტერესებული, თუმცა მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება მათთვის ძალიან მაღალია: ის 25 მილიონ ევროს შეადგენს.

"რეალი" ახალი სეზონისთვის მზადებას 15 ივლისს იწყებს და ამ დღეს კაკა მოურინიოსთან დალაპარაკებას ეცდება. ის აპირებს, მწვრთნელს მისი სხვა კლუბში გადასვლის გამარტივება სთხოვოს.

ფეხბურთელი ხელფასის 40 პროცენტით შემცირებაზეც კი თანახმაა, თუ მისი "მილანში" გადასვლა შედგება.

ასევე იხილეთ:
მადრიდის
"რეალი" კაკას 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაჰყიდის

კაკას მამა მილანშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული