ჟოზე მოურინიომ "ბარსელონას" ფანი გოგონა გალანძღა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონას" გულშემატკივარი გოგონა გალანძღა.

შემთხვევა თვითმფრინავში მოხდა, რომელიც მაიამიდან ლისაბონში მიფრინავდა.

როდესაც სალონში მოურინიო დაინახა, გულშემატკივარმა, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, თქვა: "წინ, "ბარსელონა!" პორტუგალიელ სპეციალისტს ეს ძალიან არ მოეწონა და აეროპორტში ჩაფრენისას გოგონას ყველაფერი მიახალა, რასაც მის სიტყვებზე ფიქრობდა.

"მან მითხრა: ნუთუ არ იცი, ვინ ვარ მე? რა მითხარი? შემდეგ ამას უცენზურო სიტყვები მოაყოლა. მე ხომ ცუდი არაფერი მითქვამს?!

წარმომიდგენია, როგორ მოიქცეოდა, რამე ზედმეტი რომ მეთქვა"
, - მოყვა გულშემატკივარმა.

ასევე იხილეთ:

კრიშტიანო რონალდომ
ბარსელონასფორმიან 10 წლის გოგონას ავტოგრაფი არ მისცა

სანდრო როსელმა კრიშტიანო რონალდო და ჟოზე მოურინიო მიწასთან გაასწორა

მკითხველის კომენტარები / 7 /
გოგონას რეპლიკა ჩანს უადგილო იყო რაზეც არ მიკვირს ჟოზეს გაბრაზება.
GREGORY57
01:49 11-07-2012
0
იპროვოკატორა და მიიღო რასაც ელოდა, სულაც არ მეხატება გულზე მოურინიო მაგრამ სიმართლე სიმართლეა
nukri
02:18 11-07-2012
0

სიახლეები პოპულარული