რაული: მადრიდის "რეალიდან" იმიტომ წავედი, რომ ახალი გამოცდილების მიღება მსურდა

AutoSharing Option
ესპანელმა თავდამსხმელმა რაულმა აღნიშნა, რომ 2010 წელს მადრიდის "რეალი" საკუთარი ინიციატივით დატოვა და არა კლუბის ხელმძღვანელობის იძულებით. მოთამაშის თქმით, მას თავის გამოცდა ახალ კლუბში სურდა.

"ჩემი სიცოცხლის საუკეთესო წლები მადრიდის "რეალში" გავატარე. გამიმართლა, რომ ფეხბურთელების უდიდეს თაობასთან ერთად ვთამაშობდი და მნიშვნელოვან ტიტულებს ვიგებდი.

"რეალთან" ჩემი კონტრაქტი კიდევ ერთ სეზონზე იყო გათვლილი, მაგრამ ახალი გამოცდილების მიღება გადავწყვიტე და რა თქმა უნდა, კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ ორი წელი "შალკეში" გავატარე", - თქვა რაულმა.

ასევე იხილეთ:
რაულ გონსალეს ბლანკო იუბილარია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული