სტრიპტიზი სარა ლუენგოსგან - ესპანეთის ნაკრების ახალი სტიმული

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებმა ზედიზედ მუნდიალი და ევროპის ორი ჩემპიონატი მოიგო და ფაქტია, მაგიური ფორმულა "ტიკი-ტაკას" საწინააღმდეგო ვაქცინა აქამდე არაა გამოგონებული.

წინ კი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატია. "ფურია როხა" აქაც ფავორიტია, მასპინძელი ბრაზილიელები კი, ნეიმარის თამადობით, ფრჩხილებს იკვნეტენ...

მაგრამ საკითხავი ისაა, კიდევ ექნებათ ესპანელებს სტიმული, მოედანზე მაქსიმუმი აჩვენონ?

Sportall.Geმოცეკვავე სარა ლუენგომ, რომელმაც მამრობითი სქესის გულშემატკივართა ყურადღება უკრაინა-პოლონეთში გამართულ ევრო 2012-ზე შთამბეჭდავი მკერდის დემონსტრირებით მიიპყრო, თანამემამულე ფეხბურთელთა წასაქეზებლად ბრწყინვალე საშუალება მოიფიქრა.

ლამაზმანი პირობას დებს, რომ თუკი ესპანეთის ნაკრები მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატსაც მოიგებს, ცეცხლოვან
სტრიპტიზს შეასრულებს.

როგორც ჩანს, ლუენგო პარაგვაის ნაკრების გულშემატკივრის, ლარისა რიკელმეს გზას დაადგა.
Sportall.Ge
შეგახსენებთ, პარაგვაელმა მოდელმა ფოტოკორესპონდენტთა ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დეკოლტეში მობილური ჩაიდო და ტრიბუნაზე აქტიურად ქომაგობდა თავის გუნდს.

ლარისამ პოზირება სტადიონიდან მამაკაცურ ჟურნალებში გააგრძელა და... მუნდიალის სექსსიმბოლოდ დასახელდა და მსოფლიო ვარსკვლავი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული